მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hyundai გაყიდვების ზრდას ელოდება ჩინეთის და აშშ-ის ბაზრებზე

601001be99472
ნათია თაქთაქიშვილი
26.01.21 20:41
918
ავტოკონცერნი Hyundai მიმდინარე წელს, ავტომობილების გაყიდვების ზრდას ელოდება ჩინეთის და აშშ-ის ბაზრებზე. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, ავტოკონცერნის ასეთი ოპტიმისტური პროგნოზი ელექტრონული ქროსოვერის ბაზარზე დაგეგმილ გამოჩენას უკავშირდება.

გამოცემა წერს, რომ ავტოკონცერნის ვარაუდით, 2021-ში კომპანია 526 000 ავტომობილს გაყიდის ჩინეთში, ხოლო 909 000 ავტომობილს - აშშ-ში.

„ჩვენი ახალი ელექტრონული მოდელებით, კომპანიის წილის გაზრდას მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე 4.8 პროცენტით განვიხილავთ“, - აღნიშნულია Hyundai-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

აღსანიშნავია, რომ პადემიის მიუხედავად, გასული წლის მეოთხე კვარტალი კომპანიამ 1.18 მილიარდი აშშ დოლარის მოგებით დახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია 2017 წლის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები