მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-თებერვალში საქართველომ $5.6 მილიონის მზესუმზირის ზეთი იყიდა

606eb475861e8
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.21 12:06
5050
2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისგან 5.6 მლნ დოლარის ღირებულების 4 211 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს მზესუმზირის, ალისარჩულის ან ბამბის ზეთისა და მათი ფრაქციების იმპორტი ღირებულებაში 62.0%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობითმა ზრდამ 7.2% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, მზესუმზირის ზეთის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის რუსეთია.

ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველომ იანვარ-თებერვალში ზეთი იყიდა: 

1. რუსეთი - 4.8 მლნ დოლარი, 3 624.7 ტონა (2020 წელი - 2.9 მლნ დოლარი, 3 418.1 ტონა);
2. აზერბაიჯანი - 392.8 ათასი დოლარი, 296.5 ტონა (311.6 ათასი დოლარი, 317.8 ტონა);
3. უკრაინა - 362.6 ათასი დოლარი, 259.8 ტონა (159.2 ათასი დოლარი, 159.3 ტონა);
4. თურქეთი - 41.8 ათასი დოლარი, 24.2 ტონა (34.6 ათასი დოლარი, 26.3 ტონა);
5. იტალია - 7.0 ათასი დოლარი, 4.1 ტონა (5.4 ათასი დოლარი, 4.1 ტონა);
6. გერმანია - 2.7 ათასი დოლარი, 1.4 ტონა (2020 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტი არ განხორციელებულა)
7. საფრანგეთი - 1.2 ათასი დოლარი, 0.3 ტონა (0.5 ათასი დოლარი, 0.2 ტონა).


აღსანიშნავია, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტი გასული 2020 წლის მონაცემებით გაზრდილია. საანგარიშო პერიოდში 46 659.9 ტონა მზესუმზირის ზეთის შესაძენად საქართველოდან 46.0 მლნ დოლარი გავიდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება 19.5%-ით, ხოლო მოცულობა 3.9%-ით არის გაზარდილი. (2019 წელი - 44 884.9 ტონა, 38 478.7 მლნ დოლარი).

ცნობისთვის: მარტში გაძვირებული TOP-10 პროდუქტის ჩამონათვალში მზესუმზირის ზეთი 62.8%-იანი მატებით პირველ ადგილს იკავებს. ზეთისა და სხვა სასურსათო პროდუქტების გაძვირების თემას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ პერიოდში პროდუქტების ღირებულების ცვლილებაზე 2 ფაქტორი მოქმედებს. მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ზეთის, ისევე როგორც სხვა პროდუქტების ღირებულებას, იმპორტირებული საქონლის ფასი განსაზღვრავს, რაც ლარის კურსთან არის დაკავშირებული.

აღსანიშნავია, ისიც რომ მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მზესუმზირის ზეთის ფასის ღირებულება ამჟამად 2008 წლის შემდგომ პიკურ დონეზეა. ფასების ზრდა 2020 წლის სექტემბერიდან დაიწყო, რაც ამ პროდუქტის უმსხვილეს მწარმოებელ რეგიონში - რუსეთსა და უკრაინაში მზესუმზირის დაბალმა მოსავალმა გამოიწვია. ამჟამად ერთი ტონა მზესუმზირის ზეთის საერთაშორისო ფასი 1 653 დოლარს შეადგენს, რაც 2020 წლის სექტემბერში არსებულ ფასთან შედარებით 465 დოლარით ანუ 39%-ით მეტია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები