მოსახლეობის დაბერების პრობლემის გადაჭრის მიზნით, იაპონიის მთავრობა მორიგ კამპანიას იწყებს - ოჯახი, რომელიც ტოკიოს დატოვებს და საცხოვრებლად ქვეყნის სხვა რეგიონში ან სოფელში გადავა, სახელმწიფო კომპენსაციის სახით 30,000 დოლარის გარდა, თითოეული შვილის სანაცვლოდ დამატებით 7,600-დოლარიან კომპენსაციას მიიღებს.
კომპენსაციის მისაღებად მხოლოდ სხვა ქალაქში გადასვლა და იქ ხუთი წლით ცხოვრებაა საჭირო.
კანონმდებლების შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს იაპონიის რეგიონებში მოსახლეობის სწრაფი ტემპით დაბერების პრობლემის გადაჭრას, რადგან ის სულ უფრო მეტ ოჯახს უბიძგებს, დატოვონ ქვეყნის ყველაზე გადატვირთული ქალაქები და იქ გადავიდნენ, სადაც საცხოვრებელი ხარჯები ნაკლებია, რესურსები შედარებით აუთვისებელი და შესაძლებლობები - ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ ოჯახების კომპენსაციის პროგრამით 2021 წელს 1,184-მა ოჯახმა ისარგებლა, 2027 წლამდე კი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტოკიოს ნებაყოფლობით 10,000 ადამიანი დატოვებს.
მოსახლეობის დაბერების პრობლემა იაპონიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელიც მომდევნო საუკუნეში ქვეყანას სოციალური კოლაფსის საშიშროებამდე მიიყვანს, მის გადასაჭრელად კი მთავრობა შობადობის წამახალისებელ არაერთ კამპანიას იწყებს.