მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IATA: საჰაერო ტვირთების გადაზიდვები ივნისში გაიზარდა, მაგრამ ნელი ტემპით

5f2138621e20a
ნათია თაქთაქიშვილი
29.07.20 21:40
1207
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) განცხადებით, გლობალური საჰაერო ტვირთების გადაზიდვები ივნისში გაიზარდა, მაგრამ - ნელი ტემპით. ამის შესახებ ინფორმაცია IATA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

ალექსანდრ დე ჟუნიაკი, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის გენერალური და აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ  მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებლებთან შედარებით, საჰაერო ტვირთების გადაზიდვები ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობა აღდგა, საჰაერო ტვირთების გადაზიდვები ივნისში გაიზარდა, მაგრამ უმნიშვნელოდ. რაც შეეხება ინდივიდუალური სამედიცინო დამცავი მოწყობილობების გადატანას, რომლის მიწოდებაც "ლოქდაუნის" დროსაც არ შეწყვეტილა, მთავრობები არჩევანს, ძირითადად, გადაზიდვის იაფ ვარიანტებზე აკეთებდნენ, მაგალითად, როგორიც არის რკინიგზა და საზღვაო ტრანსპორტი“, - აცხადებს ალექსანდრ დე ჟუნიაკი.

IATA-ს მონაცემებით, საჰაერო გადაზიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსოფლიოს მასშტაბით, ყველგან შემცირებულია:

აზიური ავიაგადამზიდავების მაჩვენებელები 20%-ით არის შემცირებული ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ჩრდილოეთ ამერიკის - 8.8 პროცენტით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ევროპული ავიაგადამზიდავების მაჩვენებლები 27.6 პროცნეტით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ახლო აღმოსავლეთის ავიაგადაზიდვები 19.1%-ით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ლათინური ამერიკის ავიაგადამზიდავები 29.4 პროცენტიან კლებაზე აცხადებენ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აფრიკის ავიაგადამზიდავების განცხადებით, კომპანიების გადაზიდვები 13.8 პროცენტით შემცირდა ივნისის თვეში გასული წლის ანალოგიურ პრიოდთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები