მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია დარჩიაშვილის სიტყვით გამოსვლა მომავლის სამიტის მოსამზადებელ მინისტერიალზე

ილია
BM. GE
22.09.23 01:14
7

21 სექტემბერს, ნიუ იორკში,  გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი მომავლის სამიტის (Summit of the Future)  მოსამზადებელ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე აღნიშნული მინისტერიალის გამართვის მნიშვნელობას.

«მშვიდობა და უსაფრთხოება არის ადამიანის უფლებების წინსვლისა და მდგრადი განვითარების მიღწევის წინაპირობა. მსოფლიოში არსებული კონფლიქტების ფონზე, იმედი გვაქვს, რომ მომავლის სამიტი ხელს შეუწყობს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას" - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს ფუნდამენტური ღირებულებების  დაცვის აუცილებლობაზე და აღნიშნა,მომავლის სამიტის დეკლარაციის მიღების აუცილებლობა,რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევასა და გააძლიეროს მულტილატერალიზმი.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა,რომ მომავლის სამიტის დეკლარაციამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის, ასევე გაეროს წესდების სერიოზული დარღვევები და მასში ხაზგასმულ იქნას აღნიშნულ დარღვევებზე პასუხისმგებლობის დაცვისა და გაძლიერების მნიშვნელობა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა 2030 წლის დღის წესრიგის სრულად განხორციელებისადმი საქართველოს მზაობა დააფიქსირა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დეკლარაციაში მდგრადი განვითარების სამივე განზომილების თანაბრად ჩართვის მნიშვნელობას. მან ასევე კლიმატის ცვლილების გადაჭრის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა,რომ დეკლარაციის შემუშავებისკენ მიმავალ გზაზე საქართველო აქტიურად იმუშავებს პარტნიორებთან ერთად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები