მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის 6 თვის ბიუჯეტი 113.5 %-ით შეასრულა

64a3c8da7e429
BM.GE
04.07.23 21:32
758
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უწყებამ 2023 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 13.5%-ის ანუ 158.7 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.

სამინისტროს საკასო ხარჯმა 1.33 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (1.17 მილიარდი ლარი) 158.7 მილიონი ლარით მეტია.

"სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 250.1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 6 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2023 წლის 6 თვის გეგმებს გადააჭარბეს სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 870.7 მილიონი ლარი (გეგმის 115%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 235.6 მილიონი ლარი (გეგმის 105%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 203.4 მილიონი ლარი (გეგმის 117%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 17.3 მილიონი ლარი (გეგმის 121 %),"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები