მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Instagram-ისა და Twitter-ის ცენზურის გამო, კანიე უესტი სოციალურ ქსელ Parler-ს ყიდულობს

634d53739ca6d
გიორგი თოლორდავა
18.10.22 00:06
1090
ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი და დიზაინერი კანიე უესტი კონსერვატიულ სოციალურ ქსელ Parler-ს ყიდულობს. ეს გადაწყვეტილება Instagram-ისა და Twitter-ის მიერ მისი ანგარიშების დაბლოკვასთან პირდაპირ კავშირშია.

„სამყაროში, სადაც კონსერვატიული მოსაზრებები კონტროვერსიულად ითვლება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და საშუალება“, - განაცხადა მუსიკოსმა.

კანიე უესტის ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა მისი სიმდიდრის ძირითადი წყარო არა მუსიკალური შემოქმედება, არამედ კომპანია Adidas-თან და GAP-თან თანამშრომლობაა დიზაინერის ამპლუაში.

რაც შეეხება Parler-ს, ის Twitter-ის ალტერნატივაა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტებია, თუმცა ის ტექნოლოგიური გიგანტების (Google, Apple, Amazon, Meta) მხრიდან კეთილგანწყობით ვერ სარგებლობს.

უფრო მეტიც, 2020 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის შემდეგ, Amazon-მა, Google-მა და Apple-მა, შეთანხმებით იმოქმედეს Parler-ის წინააღმდეგ. პირველ ეტაპზე Parler-ის აპლიკაცია წაშალეს Google Play-დან და Apple App Store-დან, შემდეგ კი Amazon-მა მას ვებჰოსტინგის სერვერებთან (AWS) წვდომა შეუწყვიტა.

ტექნოლოგიური გიგანტების წარმომადგენლების განმარტებით, Parler-ის პლატფორმის საშუალებით ვრცელდებოდა რადიკალთა მესიჯები, რომლებიც მომხმარებლებს ძალადობისაკენ მოუწოდებდნენ.

Parler-ისა და უესტის გარიგების ზუსტი დეტალების ამ ეტაპზე უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები