მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორების მოტყუების გამო, Wells Fargo-ს $1 მილიარდის ჯარიმის გადახდა მოუწევს

6463534546d8c
გიორგი თოლორდავა
16.05.23 18:32
1163
მსხვილი ამერიკული ბანკის, Wells Fargo-ს გარშემო სკანდალები ისევ გრძელდება. ინვესტორების მიზანმიმართულად მოტყუებისა და კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაციის დაფარვის გამო, ბანკს 1 მილიარდი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

მიმდინარე კვირას Wells Fargo მრავალწლიანი სასამართლო დავის მორიგებით დასრულებაზე დათანხმდა, რის სანაცვლოდაც მას ზემოხსენებული ჯარიმის გადახდა მოუწევს.

სასამართლო დავა კლიენტებთან მოპყრობის და რეგულაციების დარღვევის საკითხებს უკავშირდება. როგორც ჩანს, მსხვილი ამერიკული ბანკი წლების განმავლობაში უმალავდა ინვესტორებს ინფორმაციას რეგულაციების დარღვევისა და მომხმარებლების საჩივრების დაგროვების შესახებ.

დავა უკავშირდება სადაზღვევო სკანდალსაც, როდესაც Wells Fargo-მ 3.5 მილიონ მომხმარებელს ნებართვის გარეშე, ავტომატურად გაუაქტიურა ავტომობილის დაზღვევის სერვისი, რის გამოც კომპანიის წინააღმდეგ ასიათასამდე საჩივარი შევიდა სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა Wells Fargo თითქმის 98 მილიონი ცოლარით დააჯარიმა. FED-ის განმარტებით, 2010-2015 წლებში ამერიკული ბანკი აქტიურად არღვევდა თეთრი სახლის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს და ირანში, სირიასა და სუდანში მილიონობით დოლარის არალეგალურ ტრანზაქციებს ახორციელებდა. საერთო ჯამში, გამოძიებამ დაასკვნა, რომ Wells Fargo-ს მეშვეობით სანქცირებულმა პირებმა 532 მილიონი დოლარის ტრანზაქციების გატარება შეძლეს.

ცნობისთვის, წლების განმავლობაში Wells Fargo არაერთ სკანდალში იყო გახვეული, იქნებოდა ეს: სანქციების დარღვევის, ფული გათეთრებისა თუ არალეგალური ტრანზაქციების გატარების შემთხვევები. მხოლოდ 2020 წელს ბანკს თითქმის 3 მილიარდი დოლარის ჯარიმების გადახდა მოუწია.

Wells Fargo-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 145 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო-საფინანსო ორგანიზაციაა.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები