მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ყიდულობენ საინვესტიციო ბანკები უკრაინულ ობლიგაციებს?

64be3ba40d080
გიორგი თოლორდავა
24.07.23 15:46
2341
ომის მიმდინარეობის მიუხედავად, უკრაინული სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ გლობალური საინვესტიციო ბანკების ინტერესი იზრდება.

ამერიკული თუ ევროპული ბანკები ფაქტობრივად ყოველთვიურად ყიდულობენ უკრაინულ ფასიან ქაღალდებს, რაც რიგი მიზეზებითაა განპირობებული. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის მთავრობას 6.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ობლიგაციები აქვს გამოშვებული, ამ ფასიან ქაღალდებს კი ყიდულობენ როგორც სახელმწიფოები, აგრეთვე საინვესტიციო ბანკები და ფონდები.
 
მოგეხსენებათ, ობლიგაციების გამოშვების მიზანი მთავრობის მიერ დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვა და ინვესტორების მხრიდან ვალის აღებაა. ქვეყანა, რომელიც ომში იმყოფება, მუდმივ ფინანსურ დახმარებას საჭიროებს, გლობალური ინვესტორების მხრიდან თანხის მოზიდვის ყველაზე ეფექტიანი გზა კი ობლიგაციების გამოშვება და მათი საფონდო ბირჟაზე განთავსებაა.

უკრაინის ფინანსურად მხარდაჭერის პროცესში ყველაზე მეტად ამერიკული ბანკები აქტიურობენ: JPMorgan, Goldman Sachs, Citigroup, Bank of America და Morgan Stanley იმ საფინანსო ორგანიზებების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც უკრაინული ფასიანი ქაღალდები შეისყიდეს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბანკებს შორის ვხედავთ ევროპულ კომპანიებსაც, მათ შორისაა: UniCredit, KBC და ING.

თავისი არსით უკრაინული ობლიგაციების ყიდვას გარკვეული უპირატესობებიც აქვს. პირველი რიგში, ეს მაღალი საპროცენტო სარგებელია. თუკი ამერიკული სახაზინო ობლიგაციების შემთხვევაში განაკვეთი დაახლოებით 5%-ს შეადგენს, უკრაინული ობლიგაციების საპროცენტო სარგებელი 11-15%-ის ფარგლებშია, რაც მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

მაღალი განაკვეთი იმას ნიშნავს, რომ ფულის სესხების სანაცვლოდ ინვესტორი მეტ სარგებელს მიიღებს, რაც მაღალი რისკითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, უკრაინა ომშია ჩართული, მთავრობის მიერ დეფოლტის გამოცხადების რისკები კი საკმაოდ მაღალია.

აშკარა რისკების მიუხედავად, მსოფლიოს წამყვან საინვესტიციო ბანკებს აქვთ მოლოდინი, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს და მთავრობაც ვალის გადაფარვას შეძლებს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები