მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორთა საბჭოს ორი ახალი წევრი შეუერთდა

5d80cd3cd6dbf
BM.GE
17.09.19 16:16
1418
საქართველოს საინვესტიციო კლიმატის საკითხებზე მომუშავე "საქართველოს ინვესტორთა საბჭოს" ორი ახალი წევრი შეუერთდა, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ინვესტორთა საბჭო აქვეყნებს. 

ორგანიზაციის ახალი წევრები გერმანული ბიზნეს ასოციაცია (DWV) და საქართველო-თურქეთის ბიზნესმენთა ასოციაცია გახდნენ. საბჭოს ინფორმაციით, მათ ახალი წევრები კონკურსის გზით შეარჩიეს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, წევრობისთვის განაცხადი 6-მა ასოციაციამ შეიტანა, მათ შორის იყვნენ საქართველოს საბანკო ასოციაცია, ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) და საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა (CCIFG), ასევე საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია. 

ინვესტორთა საბჭო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც რამდენიმე ჯგუს აერთიანებს, მათ შორისაა ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და კერძო სექტორის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო პარტნიორები. საბჭოს მარიამ მეღვინეთუხუცესი ხელმძღვანელობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები