ირანი „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი შავი ყუთის ლაინერის მწარმოებელი კომპანია Boeing-ისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება თეირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აბედზადემ გააკეთა. მისივე თქმით, ჯერჯერობით, უცნობია, რომელ ქვეყანას გადასცემს ირანი შავ ყუთს ანალიზისთვის.
შეგახსენებთ, რომ თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737-ი ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა.