მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში სასტუმროების ფასი შემცირდა

სასტუმრო

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ივლისში წინა თვესთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი წლიურად 0.6%-ით გაიზარდა. 2023 წლის ივლისში ფასების ინდექსი 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების 1.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 8.7%-ით შემცირდა.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, მიმდინარე წლის ივლისში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 8.6%-ით შემცირდა.

3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.2%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 10.4%-ით შემცირდა.

ივლისში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 174 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი - 267 ლარი იყო. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი კი 132 ლარს შეადგენდა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი ივნისში 498 ლარი იყო. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 894 ლარი იყო, აჭარაში - 550 ლარი, თბილისში - 505 ლარი, ხოლო კახეთში - 466 ლარი.

შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები