მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისის ბოლომდე რუსეთში სარეზერვო არმია შეიქმნება - შოიგუს დაპირება პუტინს

64943227e1407
გიგა ბენია
22.06.23 15:46
461
ივნისის ბოლოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში „სარეზერვო არმია“ შეიქმნება, - აღნიშნული დაპირება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს მისცა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

სერგეი შოიგუს თქმით, უახლოეს მომავალში „არმიის კორპუსიც“ შეიქმნება, რომელიც 3700-ზე მეტ ტექნიკას მიიღებს.

„ფაქტობრივად, ივნისის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ „რეზერვის არმიის“ ფორმირებას და მალე დავასრულებთ „არმიის კორპუსის“ ფორმირებას“, - განაცხადა მან.

შოიგუს თქმით, ხუთი პოლკი, პერსონალითა და აღჭურვილობით, 60%-ით უკვე ჩამოყალიბებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები