მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ხუთი წელია უარესდება“ - ანალიტიკოსი

6089c274ebfb5
თამთა ჯიჯავაძე
29.04.21 00:43
628
„ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ხუთი წელია საკმაოდ უარესდება“, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა, ნინო პერანიძემ გადაცემა Forbes Health-ში განაცხადა. მისი თქმით, სექტორში წმინდა მოგების მარჟა განახევრდა, და ბიზნესსექტორის საშუალომომგებიანობაზე უკვე ორჯერ ნაკლებია, ანუ სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა არის მნიშვნელოვნად შემცირებული.

ანალიტიკოსის თქმით, ამას ემატება სახელმწიფოს მიერ კომპანიების მიმართ დაგროვილი დავალიანება, რომელიც სექტორის ლიკვიდობას აუარესებს და უბიძგებს მათ, რომ აიღონ დამატებითი სასესხო ვალდებულებები. „სასესხო ვალდებულებების დინამიკაც საკმაოდ ნეგატიურია, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში გასამმაგდა და უკვე არის ვითარება, როდესაც სექტორისთვის რთულია დამატებითი სასესხო ვალდებულებების მოზიდვა.

საბოლოო ჯამში, სექტორის ლიკვიდობა უკვე იმ ზღვარზეა, რომ კომპანიების 75%-ს უჭირს საოპერაციო მომგებიანობის ხარჯზე ვალდებულებების გასტუმრება, შესაბამისად, ეს დაგროვილი რისკები უკვე გადადის სექტორთან დაკავშირებულ მხარეებზე, მომწოდებლებზე, თანამშრომლებზე, რომელთა სახელფასო ვალდებულებებიც გვიანდება, საბანკო სექტორზე და ბოლოს უკვე გაუარესებული ხარისხის ხარჯზე უკვე პაციენტზე“, - განაცხადა Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა.

ცნობისთვის, Galt&Taggart-მა და საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ" ერთობლივი კვლევა - "ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი" მოამზადა, რომელშიც ინდუსტრიის რისკები და გამოწვევებია გაანალიზებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები