მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯივიპი თბილისის ზედა ზონების წყალმომარაგებისთვის სტრატეგიული ობიექტის რეაბილიტაციას ახორციელებს

64b1374da9076
BM.GE
14.07.23 15:52
498
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის ზედა ზონების წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სამუშაოებს აგრძელებს.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზედა ზონების წყალმომარაგებისთვის სტრატეგიული ობიექტის, წავკისის სატუმბო სადგურის რეაბილიტაცია, რაც ჯივიპის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი პროექტია მიმდინარე წლის საინვესტიციო გეგმაში.

“თბილისის ზედა ზონები საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება და შესაბამისად იზრდება მოთხოვნა სასმელ წყალზეც. პროექტის მიზანი სწორედ არსებული აბონენტების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფა და ახალი აბონენტების დამატების შესაძლებლობაა წავკისის, კიკეთის, კოჯორის, კვესეთის, ბეთანიისა და მიმდებარე დასახლებებისთვის.” - ოთარ დათუნაშვილი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენელი.

რეაბილიტაციის ფარგლებში წავკისის სატუმბო სადგურზე უკვე მოეწყო ოთხი მაღალი სიმძლავრის, თანამედროვე, ენერგო ეფექტური ტუმბო-აგრეგატი, და მიმდინარეობს წყალსადენის გამანაწილებელი კამერების რეკონსტრუქცია და სატუმბო სადგურის ელექტრო ტექნიკური სისტემების განახლება.

არსებული სატუმბო სადგურის განახლების შედეგად წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თბილისის ზედა ზონებში, კერძოდ: წავკისის, კიკეთის, კოჯორის, კვესეთის, ბეთანიისა და მიმდებარე დასახლებებში.

წავკისში მდებარე სატუმბო სადგურის სარეაბილიტაციო პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 1 030 000-მდე ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყო, და ნოემბერში დასრულდება.


(ns)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები