მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Johnson&Johnson-ი ვაქცინის გამოცდას 12-დან 17 წლამდე მოზარდებში გეგმავს

6067239606cc7
ნათია თაქთაქიშვილი
02.04.21 21:30
647
აშშ-ის წამყვანი ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ი COVID-ვაქცინის გამოცდას 12-დან 17 წლამდე მოზარდებში გეგმავს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც კომპანია აცხადებს, Johnson & Johnson-ი ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდება აღნიშნულ საკითხს და კონსულტაციებს ჯანდაცვის ორგანოებთან გადის.

„ჩვენ აქტიურ კონსულტაციებს ვმართავთ ჯანდაცვის შესაბამის ორგანოებთან, ჩვენი მიზანია დავიწყოთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა მოზარდებზე, ბავშვებსა და ორსულ ქალებზე უახლოეს მომავალში“, - განაცხადა Janssen-ის გლობალურმა კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელმა მატაი მამენმა.

კვლევებში საწყის ეტაპზე 16-17 წლის მოზარდები მიიღებენ მონაწილეობას და ის თავდაპირველად ესპანეთში და დიდ ბრიტანეთში ჩატარდება. შემდეგ კი კვლევების გაფართოვება იგეგმება და მასში ნიდერლანდები, კანადა და თავად აშშ-იც ჩაერთვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები