საქმე ეხება ათასობით მომჩივნის მიერ შეტანილ კოლექტიურ სარჩელს, რომლის მიხედვით, J&J-ს ბრალად ედება ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზება. კერძოდ, დავა უკავშირდება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტალკს, Johnson’s Baby Powder-ს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, J&J-ის ტალკის გამოყენება იწვევს კანის კიბოს, კომპანიას კი ამის შესახებ ინფორმაცია წლებია აქვს, თუმცა მაინც არ წყვეტს ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის წარმოებას.
J&J-ის განცხადებით, ბრალდება სრულად უსაფუძვლოა და ტალკი არავითარ რისკებს არ შეიცავს, რასაც მსოფლიოს თითქმის ყველა მარეგულირებელი ორგანო და ჯანდაცვის კომიტეტიც ადასტურებს. რაც შეეხება კოლექტიურ სარჩელს, კომპანიის განმარტებით, ის თანხის გამოძალვის მიზნით დაძრული მორიგი კამპანიაა.
J&J-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 517 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მე-10 უმსხვილესი კომპანიაა.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.