მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JPMorgan-ისა და Goldman Sachs-ის შემდეგ, რუსეთში საქმიანობას Deutsche Bank-იც ზღუდავს

622c4590c6e36
გიორგი თოლორდავა
12.03.22 11:12
873
მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც რუსეთის ბაზარს ტოვებენ ან ქვეყანაში საქმიანობას ზღუდავენ, ყოველდღიურად იზრდება. JPMorgan Chase-ისა და Goldman Sachs-ის შემდეგ, რუსეთში ოპერაციების შეზღუდვისა და სამომავლო პროექტების შეჩერების გადაწყვეტილება უმსხვილესმა გერმანულმა ორგანიზაციამ, Deutsche Bank-მაც მიიღო.

Deutsche-ს წარმომადგენლების განმარტებით, ქვეყანაში საბანკო საქმიანობის მყისიერად შეწყვეტა ფიზიკურად ვერ მოხერხდება, თუმცა ბანკი გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, რათა მნიშვნელოვნად შემცირდეს რუსეთში ოპერაციების რაოდენობა და მასშტაბები.

Deutsche Bank-ი რუსეთში 1 500-მდე თანამშრომელს ასაქმებს და ქვეყნის მასშტაბით არაერთ მსხვილ საინვესტიციო პროექტსა და აქტივს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები