მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კადრების შენარჩუნების მიზნით, ხელფასები გავზარდეთ - საცხობების ქსელი „აუგუსტი“

63b41bcceffc4
თინათინ ნატმელაძე
03.01.23 23:00
1425
საცხობების ქსელი „აუგუსტის“ თანადამფუძნებელმა ქრისტინე მორჩილაძემ BM.GE-თან 2022 წლის გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიონალი კადრების შენარჩუნების მიზნით მათთვის ხელფასის გაზრდა გადაწყვიტეს, ამას მაღალი გადასახადები და ნედლეულზე ფასის ზრდაც დაემატა, რის გამოც წლის ბოლოს პროდუქციის საფასურის ცვლილება მოუწიათ.

„საკმაოდ კარგი წელი იყო - ახალი საწარმო გავხსენით და წარმადობა გავაორმაგეთ, რაც, რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსის მობილიზებას და პროფესიონალი კადრების შენარჩუნებას მოითხოვდა, ამიტომ გავრისკეთ და მათი ხელფასი გავზარდეთ, საბონუსე სისტემაც შემოვიღეთ და საერთო ჯამში, წლის ბოლოს, სახელფასო ბიუჯეტმა, მაღალმა გადასახადებმა და დოლარის კურსის დასტაბილურების მიუხედავად, ნედლეულის ფასის ზრდამ ჩვენი პროდუქციის საფასურის ცვლილება გვაიძულა.

ფასების გაზრდაზე ყოველთვის ძალიან ვფრთხილობთ, ერთბაშად არასდროს ვზრდით, მაგალითად, ჩვენი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის, კლასიკური პურის ფასი წლის ბოლომდე შევინარჩუნეთ, თუმცა ბოლოს მაინც მოგვიწია ცვლილება და 2.50 გავხადეთ. თუმცა, მაინც ვცდილობთ, რომ მომხმარებელს ჩვენთან შემოსვლისთვის რა ბიუჯეტიც ჰქონდა განსაზღვრული, ის დავუტოვოთ და თუ პურის ფასი გაიზრდება, მაშინ კრუასანზე შევინარჩუნოთ ძველი ფასი.“ - განაცხადა ქრისტინე მორჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, „აუგუსტი“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და თბილისის მასშტაბით 6 ფილიალს ფლობს, სადაც 100-მდე ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები