საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, კანდიდატის სტატუსს ქვეყნები ავტომატურად ვერ დაიმსახურებენ, ეს სურვილი უნდა გამოჩნდეს სერიოზული რეფორმების გატარებით.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს ამ გზაზე მხარს უჭერს, მაგრამ საჭიროა რეკომენდაციების შესრულება.
„საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ახლა თქვენი მომავლისთვის გადამწყვეტი დროა რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს რა მომდევნო ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. გამოქვეყნდება ანგარიშის საქართველოს შესახებ და მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა და ევროკავშირი მონდომებულია საქართველოს მხარი დაუჭიროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა რომ ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაციის შევსება სერიოზული გადაწყვეტილებაა და კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი, რასაც ქვეყნები ავტომატურად იმსახურებენ - ეს სურვილი უნდა გამოჩნდეს სერიოზული რეფორმების გატარების მხრივ ევროკავშირის ღირებულებების გათვალისწინების მხრივ და ჯერ კიდევ სამუშაოა. საქართველოს შემთხვევაში ეს არის 12 რეკომენდაცია რომელიც უნდა შესრულდეს და რომელიც ევროკომისიის მიერ არის განსაზღვრული და გამოქვეყნებული.
ამ 12 რეკომენდაციის შესრულება იმისთვის არ არის, რომ ბრიუსელს ესიამოვნოს ან ბრიუსელში ადამიანები გაახაროს, ამ სხვა წევრ ქვეყნებში, ეს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება. საქართველოს მოქალაქეების 80% ევროკავშირში გაწევრიანება მხარს უჭერს. მინდა მადლიერება გამოვხატო მათდამი ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, - თქვა მან.