მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთის რეგიონში პირველი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გაიხსნა

618e97e91e8ac
BM.GE
12.11.21 20:42
707
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში კახეთის რეგიონში მდებარე პირველი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. საბავშვო ბაღის შენობა ევროკავშირისა და თელავის მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსებული პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის“ ფარგლებში შეკეთდა.

მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა პროექტი, რომლის განხორციელებისას გამოყენებული იქნა ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და ენერგიის დაზოგვის ინოვაციური მიდგომები. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სადემონტრაციო პროექტის კიდევ ერთ შემადგენელზე - შენობისას გათბობისთვის გამოყენებული იქნას სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები. „ჯამურად, ამ ღონისძიებათა შედეგად, დაიზოგება 180,000 კვტ.სთ. ელექტროენერგია შენობის დენით მომარაგებაში. საბავშვო ბაღის რეაბილიტირებული შენობა ადასტურებს იმას, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში შესაძლებელია,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის განვითარებას ქვეყანაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის საქართველოში ენერგოეფექტურობის განვითარების მიმართულებით უწევს.

აღსანიშნავია, რომ იყალთოს საბავშვო ბაღის შენობა მთლიანად თბება ენერგიის განახლებადი წყაროს, კერძოდ, წალმის (ვაზის ნასხლავის) გამოყენებით, რომელიც კახეთში უხვად მოიპოვება. სათბობად ბიომასის გამოყენება ამცირებს როგორც სათბურის გაზების გამოფრქვევას, ასევე ხარჯებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა შენობის თბოიზოლაციას, მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლის, ქსელთან მიერთებული მზის მიკრო ელექტროსადგურისა და ენერგოეფექტური ფანჯრების მონტაჟს, აგრეთვე არსებული ნათურების LED სანათებით ჩანაცვლებას. ჯამში, ენერგოხარჯები 60%-ით შემცირდება. გარდა ამისა, ევროკავშირმა მუნიციპალიტეტს გადასცა ორი ტრაქტორი, ბიომასის შემგროვებელი და გადამამუშავებელი სპეციალური ტექნიკა, რითაც ხელი შეუწყო განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები