მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სადაზღვევო კომპანიებს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაში ჩართვა სურთ

63130a53706ad
ალა ისპირიანი
03.09.22 13:17
812
კერძო სადაზღვევო კომპანიებს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაში ჩართვა სურთ. ამის შესახებ "სადაზღვევო კავშირის" აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ „საქმის კურსში“ განაცხადა.

„ახლა ის დროა, როცა საყოველთაო და კერძო დაზღვევა მჭიდრო ურთიერთობას ითხოვს, რათა გაურკვევლობები არ მოხდეს, რაც კერძო დაზღვევაში გადასვლის დამაბრკოლებელი ფაქტორია ხოლმე. ზოგადად კი, როდესაც ადამიანი კერძო დაზღვევაში შედის და გარკვეული საყოველთაო სერვისებიდან ამოდის, ეკონომიას სახელმწიფო ნახულობს.

საყოველთაოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა ერთადერთი გამოსავალი იქნება, რომელიც გარკვეული ეტაპებით, საბოლოოდ შესაძლებელია დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევაში გადაიზარდოს. თუმცა აქაც შესაძლოა, ვისაც 400 ლარი აქვს ხელფასი, იმისთვის უფრო ნაკლები იყოს გადასახდელი და ვისაც 4 000 ლარი აქვს, იმისთვის მეტი, რადგან სოლიდარობა ამ ნაწილშიც საჭიროა“, - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სადაზღვევო სექტორმა მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის შეცვლის ინიციატივით მიმართა. ბიზნესს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ საბიუჯეტო რესურსი უფრო მიზნობრივად უნდა განკარგოს და მოქალაქეთა ჯანმრთელობის რისკების მართვა კერძო სადაზღვევო ბიზნესს გადააბაროს. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები