მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხანძრის გამო საბურთალოზე 26,000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება - თელასი

ენერგო პრო თელასი ელექტროენერგია დენი ნათურა სინათლე შუქი

საბურთალოზე, ოდიშელიძის ქუჩაზე არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო „თელასის“ მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის 26,000 ათასამდე მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.

„თბილისში ოდიშელიძის ქუჩის 47 ნომრის მიმდებარედ არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო დაიწვა „თელასის“ მაღალი ძაბვის 35 კილოვატი სიმძლავრის კაბელები, რომლიდანაც ელექტროენერგია მიეწოდება საბურთალოს რაიონის 26 000-ზე მეტ მომხმარებელს. ამჟამად მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ. გაზის კომპანიის მიერ გადაიკეტა გაზი. „თელასის“ საავარიო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ ღამის 3 საათისთვის დასრულდება“, - ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები