მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო" - გიორგი კაკაურიძე "ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველოს პოზიციაზე

5eaae7ffa3ec5
თელარა გელანტია
30.04.20 19:03
851
ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით 2019 წლის მონაცემებში ჩვენ მსოფლიოში შევინარჩუნეთ მაღალი, მე-5 პოზიცია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული შედეგების შეფასებისას, რომლის მიხედვით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის - 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის კვლავ მე-5 ადგილს იკავებს.

შეფასებას სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის საბიუჯეტო გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვინაიდან გამჭვირვალობა გვაძლევს სახელმწიფო ფინანსების უფრო ეფექტურად ხარჯვის საშუალებას. გამოქვეყნდა ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი, რომელიც რამდენიმე ქვეყნის და ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ფინანსდება. 2019 წლის მონაცემებში ჩვენ გვაქვს შენარჩუნებული ის მაღალი პოზიცია, რასაც ჰქვია მსოფლიოში მეხუთე ადგილი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გაუმჯობესება გვაქვს, როგორც ბიუჯეტის ზედამხედველობის ნაწილში, ასევე მოსახლეობის ჩართულობის კუთხით, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში არის გაცილებით დაბალი მაჩვენებლები. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 14 ქულას შეადგენს. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს 28 ქულა, რაც 6 ქულით გაუმჯობესებაა. თუმცა, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. USAID-ის დახმარებით, უკვე გავაკეთეთ ახალი პლატფორმა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, უფრო აქტიურად ჩაერთონ ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი განხილვების პროცესში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები