მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია 5G ინტერნეტზე აუქციონს ამზადებს

634e9a2d527aa
შოთა ტყეშელაშვილი
18.10.22 16:49
486
2021 წლის ბოლოს კომუნიკაციების კომისიამ დააანონსა, რომ 2022 წელს 5G ქსელის დანერგვაზე აუქციონი გამოცხადდებოდა. ამასთან, ლიცენზიის სააუქციონო ფასის შეთავაზება ფასდაკლებით მოხდებოდა. დღეს კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, რომ კომისია აუქციონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება, თუმცა ამისთვის აუქციონის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებაა საჭირო.

“ჩვენ ვამზადებთ აუქციონს უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება და გამოვაცხადოთ აუქციონი. ჩვენი ვარაუდით, ეს უახლოეს რამდენიმე თვეში უნდა მოხდეს. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აუქციონი,”- განაცხადა აბაშიძემ.

5G-ის დანერგვას ნაადრევად მიიჩნევს საქართველოს უმსხვილესი მობილური ოპერატორის “მაგთიკომის” დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე, რომელმაც მარტში განაცხადა, რომ ეს ქსელი თავისი კაპიტალტევადობიდან გამომდინარე ქართულ რეალობაში დღეს არარენტაბელური იქნება.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2022 წლის მდგომარეობით, საქართველოში მობილურ ინტერნეტს 3.3 მილიონი აბონენტი იყენებდა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია. ამ აბონენტებმა თვის განმავლობაში 32 პეტაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წინა წელთან შედარებით 42%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები