მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია "მაგთიკომს" მოუწოდებს, 25- ლარიანი პაკეტის გაუქმება შეაჩეროს

5e73813a22695
ინგა მურუსიძე
19.03.20 18:42
1112
კომუნიკაციების კომისია "მაგთიკომს" მოუწოდებს, 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის დაანონსებული გაუქმება შეაჩეროს.

უწყებაში ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პაკეტების გაძვირება არ გაძვირებაზე საუბრის და მსჯელობის დრო არ არის არ არის.

„ახლა, დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დადგეს მსგავსი საკითხები. კომპანიას მინდა მოვუწოდო, რომ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ და არა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვილაპარაკოთ პაკეტების გაძვირება-არ გაძვირებაზე, რადგან ბევრი წელია ეს პაკეტი არსებობს ბაზარზე და მოსახლეობა მიჩვეულია მას. კომისიის პოზიცია ასეთია და ახლა კომპანიამაც უნდა გადადგას ნაბიჯი. არ მგონია „მაგთიკომს“ რამე უშლიდეს ხელს დაანონსებული გადაწყვეტილების შეჩერებაში. ამიტომ გთავაზობთ, დღეს გადავდოთ 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის გაუქმების საკითხის განხილვა და ეს კვირა მთლიანად გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები და კორექტირება მოვახდინოთ. კომისია მზადაა ყოველდღიურ რეჟიმში სამუშაოდ და კომპანიისგან ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“,- განცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები