მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონდოლიზა რაისი: "შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი და დაემხო სააკაშვილი"

63c2760ab5b13
BM.GE
14.01.23 13:29
739
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, "ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციას განუცხადა, რომ შეერთებული შტატები გვერდში უდგას უკრაინას და ეხმარება მას, თუმცა მეტი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინამ რუსეთის აგრესია მოიგერიოს.

დღეს უკვე სტენფორდის უნივერსიტეტში ჰუვერის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ამის მაგალითად ის საჭიროება მოიყვანა, რაც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემების მიწოდებას გულისხმობს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა აღკვეთილიყო. ყოფილი სახელმწიფო მდივანი დასავლეთს წინმსწრებად მოქმედებისკენ მოუწოდებს. კონდოლიზა რაისის თქმით, უკრაინა ამერიკული ჯარების დახმარებას არ ითხოვს. "იქ უკრაინელები საერთაშორისო სისტემის შესანარჩუნებლად იბრძვიან და იტანჯებიან, რომელიც არ ეგუება პატარა მეზობელზე სამხედრო ძალით თავდასხმას". ის ასევე დასძენს, რომ "აშშ-ის ინტერესებშია რუსეთს გაუგზავნოს მესიჯი, რომ ის ასეთ ფაქტს არ დაუშვებს".

კითხვაზე - თვლის თუ არა შეცდომად 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარის თქმას, რაისი პასუხობს, რომ შეერთებული შტატები ამას ითხოვდა, მაგრამ კონსენსუსზე დაფუძნებულ ნატოს, ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა. ამიტომაც ვაშინგტონმა ბუქარესტში შემდეგი საუკეთესო შედეგი უზრუნველყო, რომ ეს ქვეყნები მომავალში ალიანსის წევრები გახდებოდნენ. ახლა კი, მისი თქმით, "პუტინმა მიაღწია იმას, რომ უკრაინა ნატოს უფრო მეტად დაუახლოვდა არა როგორც წევრი, არამედ ბენეფიციარი ყველაფერ იმისა, ჯარების გამოკლებით, რისი მიწოდებაც ნატოს შეუძლია".

კონდოლიზა რაისს მიაჩნიან, რომ რუსეთის წინაააღმდეგ სანქციები ორივე შემთხვევაში უნდა დაწესებულიყო, თუმცა 2008 წელს დაწყებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და სხვა ეკონომიკურმა პრობლემებმა ეს ვერ გახადა შესაძლებელი.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაზეც გააკეთა კომენტარი.

„საქართველოს შემხთვევაში ამაზე მეტს ვერაფერს ვიზამდით. გულწრფელად გეტყვით, მჯერა შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი. რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა. ნება მომეცით ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საქართველოს სააკაშვილის სახელით, რომელიც ავადაა და ციხეშია. ის არის ადამიანი, რომელზეც მე იმედი მაქვს, რომ სრულად გავაცნობიერებთ მის ისტორიულ როლს და ახლა მის ჰუმანიტარულ სიტუაციას", - უთხრა „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციას კონდოლიზა რაისმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები