მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო მოცვის ბაზრის მონიტორინგს იწყებს

64a3e6f25725f
თელარა გელანტია
03.07.23 22:00
1032
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოცვის ბაზრის მონიტორინგს გეგმავს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მოცვის ბაზრის მონიტორინგის დაწყება ადგილობრივი ფერმერების მომართვის საფუძველზე გადაწყდა.
როგორც ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, ფერმერებს აქვთ აღქმა, რომ პროდუქტის ექსპორტით დაკავებული კომპანიები მოცვის ფასს ხელოვნურად ამცირებენ.

„ფერმერებს აქვთ ეჭვი, რომ მათ დაბალ ფასს სთავაზობენ. ამ გადასახედიდან, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს გაძლიერებული აღქმაა, ვიდრე - რეალობა და შესაძლოა, აბსოლუტურად სხვა ფაქტორებით იყოს გამოწვეული მოცვის ფასის კლება; მათ შორის სეზონურობით - მოგეხსენებათ, სეზონის დასაწყისში ქართული მოცვის საექსპორტო ფასი მაღალია, შემდეგ კი, როდესაც გლობალურ ბაზარზე სხვა მოთამაშეების მოსავალიც შედის, იწყება ფასის კლება.

ბაზრის მონიტორინგის დასაწყებად საჭირო ყველა დოკუმენტაცია უკვე მომზადდა და მიმდინარე კვირაში დავიწყებთ მონიტორინგის პროცესს, რომლითაც დავადგენთ, რამდენად საფუძვლიანია ფერმერების აღქმა.

ვფიქრობთ, მწარმოებლების მიმართაც გვექნება რეკომენდაციები, რადგან შეიძლება, არის რიგი ფაქტორები, რომელიც მათ უნდა გაითვალისწინონ, რათა უკეთესი ფასი მივიღოთ.

თუ დავინახავთ, რომ რაიმე საეჭვო ფაქტორებს აქვს ადგილი, საქართველოდან მოცვის ექსპორტიორების მხრიდან, ბუნებრივია, ბაზრის მოკვლევის ეტაპზე გადავალთ“, - განმარტა ირაკლი ლექვინაძემ.

რატომ გაიაფდა მოცვი? 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები