მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წერტილი უნდა დაესვას „ფეიკებს“ - ირაკლი ლექვინაძე

64a2fee414b72
თელარა გელანტია
03.07.23 23:00
543
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას „ფეიკებს“ და სიყალბეს.

ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას.

„ჩვენს ირგვლივ ბევრი გამოწვევაა და ბევრი კარგი თემაც. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც რეალურად არის. ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება დავინახოთ, სად გვაქვს სუსტი მხარე და სად ვართ ძლიერები.

წერტილი უნდა დაესვას „ფეიკებს“ და სიყალბეს. რატომ მომივიდა ეს აზრი? - ახლა ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში ვართ - ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების აქტიურ ფაზაში და ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ვიღაცა გვეთანხმება და ვიღაცა - არა, ყველა ძალისხმევა ამ მიზნის მისაღწევად უნდა გავაერთიანოთ. ამ დროს კი, ირგვლივ ბევრი „ფეიკია“.
ვისურვებდი, ასეთი ვითარება არ იყოს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კიდევ ერთ ტრადიციულ კითხვაზე - რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის - კონკურენციის სააგენტოს დირექტორმა, პირველ რიგში, მშვიდობა დაასახელა, შემდეგ კი, ბევრი საერთაშორისო პროექტი, მეტი ცოდნა და კომპეტენცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები