Reuters -ი დანიის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე ,ქვეყნები, უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.
გამოცემის ცნობით, კონფერენციაში 26 ქვეყანა მონაწილეობდა.
თანხა, რომელიც კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე უკრაინას დაჰპირდნენ, იარაღის, რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მომარაგებისთვის, უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებისა და ომით განადგურებული ტერიტორიებისთვის იქნება გამოყენებული.
”ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას მის სამხედრო საჭიროებებში,” - განუცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ბოდსკოვმა ჟურნალისტებს კონფერენციის დასრულების შემდეგ.