მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ-სასტუმროები ყოველდღიურად ემატება - გაბუნია

6108f6a0cbb04
ინგა მურუსიძე
03.08.21 11:55
1414
კოვიდ-სასტუმროები ყოველდღიურად ემატება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ამ მხრივ თბილისი, რადგან მეტი შემთხვევა თბილისში ვლინდება.

„მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება, ბოლო პერიოდში საშუალო მაჩვენებელი ვაქცინაციის დროს არის 15 ათასი, თუმცა სამიზნე არის 25 ათასი დღეში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ქვეყანაში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 33 841. კლინიკურ-სასტუმროებში 2 173 ადამიანია მოთავსებულია, მათ შორის 1 022 - თბილისში, 820 - აჭარაში. 25 623 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები