უმსხვილესი ამერიკული კრიპტობირჟის, Coinbase-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ბრაიან არმსტრონგი წელს კომპანიის შემოსავლების განახევრებას პროგნოზირებს.
არმსტრონგის განმარტებით, კრიპტოაქტივების ფასების შემცირების ფონზე, ტრეიდინგ აქტივობა შემცირებულია, რის გამოც Coinbase-ის შემოსავლები მკვეთრად ეცემა.
აღსანიშნავია, რომ Coinbase-ი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი კრიპტოკომპანია იყო, რომელიც საფონდო ბირჟაზე განთავსდა. უოლ-სტრიტზე Coinbase-ის IPO გასულის წლის მეორე კვარტალში შედგა, ნოემბრისთვის კი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 89 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ამჟამინდელი მონაცემებით, Coinbase-ის კაპიტალიზაცია 11 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული, რაც პიკურ შეფასებასთან შედარებით ვარდნის 88%-იანი მაჩვენებელია.
Coinbase-ის დაღმასვლა საერთაშორისო ბირჟაზე კრიპტოაქტივების ფასების შემცირებითაა განპირობებული. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, შემოსავლები იქამდე არ გამოსწორდება, სანამ ბიტკოინის, ეთერიუმისა თუ სხვა კრიპტოაქტივების ფასები არ გაიზრდება, ამის პრერეკვიზიტად კი ბრაიან არმსტრონგი გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასახელებს.
იყიდე / გაყიდე, გააგზავნე და მიიღე კრიპტოვალუტა MyCoins-ზე! ₿