საქმე FTX-ის მიერ Voyager Digital-ის აქტივების შეძენის საკითხს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში უმსხვილესი აუქციონის შედეგები გახდა ცნობილი, საიდანაც გაირკვა, რომ გაკოტრებული Voyager-ის აქტივებსა და პორტფელს კომპანია FTX-ი შეიძენდა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც ათასობით კრიპტოაქტივს და თითქმის 3.5 მილიონ მომხმარებელს მოიცავს.
მარეგულირებლის განმარტებით, აღნიშნული გარიგება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევის პროცესი უნდა დაიწყოს.
საგულისხმოა, რომ Voyager-ის აქტივებისა და პორტფელის შეძენის სურვილი აუქციონში მონაწილე სხვა კრიპტოკომპანიებსაც ჰქონდათ, მათ შორის იყო: Binance, Coinbase და Wave Finance.
აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებით სემ ბენკმენ-ფრიდის მრავალმილიარდიანი ბიზნესიმპერია კიდევ უფრო გაფართოვდება, FTX-ის უპირატესობა მის კონკურენტ Binance-თან შედარებით კი - გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ Voyager-ის გაკოტრება Three Arrows Capitali-ის $670-მილიონიან დეფოლტთანაა დაკავშირებული, აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ Voyager-ს ჰქონდა გაცემული, რომელიც ერთგვარი კრიპტობანკის ფუნქციას ასრულებდა და 100,000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ემსახურებოდა.
ვრცლად Voyager Digital-ის გაკოტრების შესახებ წაიკითხეთ აქ.