მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოკომპანია TETHER-ს II კვარტალში $850 მილიონის მოგება ჰქონდა

Tether

კრიპტოკომპანია Tether-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 850 მილიონი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც თითქმის 30%-ით მეტია წინა კვარტალთან შედარებით. საერთო ჯამში, სამი თვის განმავლობაში კომპანიამ მილიარდი დოლარის საოპერაციო შემოსავალი დააგენერირა.

Tether-ის წარმომადგენლობის განცხადებით, ზემოხსენებული თანხის უდიდესი ნაწილი სტეიბლკოინის რეზერვების გამყარებას მოხმარდება, რის ხარჯზეც დამატებითი რეზერვის მოცულობა 3.3 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

BDO-ს მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიას დაახლოებით 80 მილიარდი დოლარის რეზერვები აქვს, ამ თანხის 85% კი ნაღდ ფულსა და მაღალ ლიკვიდურ აქტივებშია დაბანდებული. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციებში ინვესტირებული თანხის მოცულობა 72.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ეს აქტივი კი სტეიბლკოინ USDT-ის გასამყარებლად გამოიყენება.

უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოინდუსტრიაში Tether-ი ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და წარმატებული კომპანიაა, რომელიც სტეიბლკოინს უშვებს, ანუ კრიპტოვალუტას, რომლის ფასიც მუდმივად 1 დოლარს შეადგენს - არც მეტს და არც ნაკლებს. გარკვეულწილად, Tether-ი კრიპტოინდუსტრიაში ცენტრალური ბანკის, კომერციული ბანკის და საგადახდო სისტემის როლს ერთდროულად ასრულებს, რის გამოც ის საკმაოდ მოთხოვნადია. საერთო ჯამში, Tether-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 84 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამ მაჩვენებლით ის გლობალურ რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, ბიტკოინის და ეთერიუმის გვერდით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები