მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ „საქმიანი დილის“ წარმდგენი გახდა

606727672d4e8
BM.GE
02.04.21 18:17
1101
კომპანია „კრწანისი რესორტ რეზიდენსსა“ და „ბიზნეს მედია ჯორჯიას“ (BMG) შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.

მხარეებს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ გადაცემა „საქმიანი დილის“ წარმდგენი გახდა.

კონტრაქტი გადაცემის 1-წლიან მხარდამჭერას მოიცავს. კერძოდ, „საქმიან დილაში“ კომპანიის მთავარი პროექტის, რეზორტის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის - „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ სიახლეების საზოგადოებისათვის გაცნობა მოხდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პარტნიორობის მიზანია, პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესმედიის მხარდაჭერა და ბიზნესპროექტების კიდევ უფრო წინ წამოწევა, განსაკუთრებით ისეთი წარმატებული დარგების, როგორებიცაა დეველოპმენტი.

„დღევანდელი ქართული მედია გადატვირთულია ნეგატიური ნიუსებით; მნიშვნელოვანია, მედიაში გაშუქდეს მიმდინარე წარმატებული პროექტები, რომლებიც საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება“ - განაცხადა „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ დამფუძნებელმა და მმართველმა ნოშიკო ნამორაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები