14 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.32 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5771 გახდა.
ევროსთან მიმართებით ლარი 1.04 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.890 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 0.77 თეთრით გაუფასურდა და ახალი კურსი 3.3778 შეადგენს.
ერთი ლირა კი 9.85 თეთრი ღირს.