8 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.30 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6136 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.02 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8642 ლარი გახდა.
0.03 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.3245 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 9.67 თეთრი შეადგინა.