მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოკდაუნების გამო, ჩინეთში საწარმოო აქტივობა მკვეთრად შემცირდა

626ea4d174648
გიორგი თოლორდავა
01.05.22 19:52
1021
COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების გავრცელების საპასუხოდ, მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციებისა და ე.წ. ლოკდაუნების გამო, ჩინეთში საწარმოო აქტივობის ინდექსი მკვეთრად დაეცა.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წარმოების ინდექსი (PMI) აპრილში 49.5-დან 47.4-მდე შემცირდა, რაც 2020 წელს, პანდემიის დასაწყისში დაფიქსირებული მაჩვენებლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.

ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების და ეკონომიკური ცენტრების შეზღუდვამ ქარხნების და წარმოების დროებით შეჩერება გამოიწვია, რაც საბოლოო ჯამში, ზემოხსენებული ინდექსის მკვეთრად შემცირებაზე აისახა.

კოვიდ-რეგულაციებმა ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესი შეზღუდა, თუმცა ლოგისტიკური პრობლემების გამო, მნიშვნელოვნადაა შეფერხებული მსხვილი საწარმოებიც.

ექსპერტების შეფასებით, ჩინეთში ეკონომიკისა და საწარმოო პროცესის შეზღუდვას გავლენა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ გლობალურ ბაზარზეც ექნება, რადგან წარმოებისა და საქონლის ექსპორტის კუთხით ჩინეთი გლობალური ლიდერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები