მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუკაშენკო პუტინისგან $1.5 მილიარდს სესხულობს

5f609b27670e0
ნათია თაქთაქიშვილი
15.09.20 15:23
1203
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანახმაა, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს 1.5 მილიარდი აშშ დოლარი ასესხოს. ამის შესახებ ინფორმაციას Neweurope.eu ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ბელარუსში გამართული სადავო არჩევნების შემდეგ, ორი ქვეყნის პირველი პირი ერთმანეთს სოჭში შეხვდა. მისივე ცნობით, რუსეთსა და ბელორუსს შორის არსებობს ეგრეთწოდებული „კავშირის ხელშეკრულება“, რომელიც საჭიროების შემთხვევაში,  მჭიდრო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს.

”ბელარუსი არის ჩვენი უახლოესი მოკავშირე და უპირობოდ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს“, - უთხრა პუტინმა ლუკაშენკოს.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ხუთკვირიანი საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს  არჩევნებში გამარჯვებულად დაასახელა ალექსანდრე ლუკშენკო, რომელიც ქვეყნის სათავეში 1994 წლიდან არის. არჩევნების ოფიციალური შედეგების გამო, ბელარუსის მთავრობა  მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმაც. ამასთანავე, ქვეყნის ოპოზიციური სპექტრი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნების კანონიერი გამარჯვებულია, თუმცა საარჩევნო კომიტეტის მონაცემებით, ტიხანოვსკაიამ მხოლოდ ხმების 10% მოაგროვა, ხოლო ლუკაშენკომ - 80%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები