"გასულ წელს საფრანგეთის ნაკრებისთვის 150 000 წყვილი ფორმა შევკერეთ და ნაკრები უკვე ჩვენი შეკერილი ფორმებით თამაშობს. "აჭარა ტექსტილი" საქართველოში NIKE ოფიციალური მწარმოებელია, შესაბამისად, ეს შეკვეთაც NIKE-სგან მივიღეთ", - აცხადებს გია ლომინაძე.
მისივე ცნობით, საქართველოში შეკერილი შეკერილი ფორმებით საფრანგეთის გარდა პოლონეთის, ხორვატიის, ინგლისის, პორტუგალიისა და ჰოლანდიის ნაკრებები თამაშობენ.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ტექსტილის საწარმო Nike-ის გარდა ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა Adidas, Puma, Lotto და Erima.

შეგახსენებთ, რომ "აჭარა ტექსტილი" 2008 წელს სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებით შეიქმნა და ამჟამად კომპანიას საწარმოები ბათუმში, რუსთავში, ფოთსა და ქობულეთში აქვს, სადაც საერთო ჯამში 5 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.