მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მადლობას ვუხდი „ვაგნერის“ ჯარისკაცებს და მეთაურებს, რომლებიც არ წავიდნენ ძმათამკვლელ სისხლისღვრაზე - პუტინი

6499fccd67d04
ალა ისპირიანი
27.06.23 00:09
854
ამბოხების ორგანიზატორები დანაშაულში მონაწილე პირებს თანამოქალაქეების მკვლელობისკენ უბიძგებდნენ, ეს არის ის, რაც სურდათ რუსეთის მტრებს, ნეონაცისტებს კიევში, მათ დასავლელ მფარველებს, მაგრამ არასწორად გათვალეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

„მადლობას ვუხდი იმ ჯარისკაცებს და „ვაგნერის“ ჯგუფის მეთაურებს, რომლებმაც მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ძმათამკვლელი სისხლისღვრა არ ჩაიდინეს. დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გააგრძელოთ რუსეთის მსახურება თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებით, ან სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, ან დაუბრუნდეთ ნათესავებსა და მეგობრებს, ვისაც უნდა, შეუძლია, წავიდეს ბელარუსში.

ჩემი დაპირება შესრულდება. ვიმეორებ, არჩევანი თითოეულ თქვენგანზეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს უნდა იყოს რუსი ჯარისკაცების არჩევანი, რომლებმაც გააცნობიერეს თავიანთი ტრაგიკული შეცდომა. ეს იყო მცდელობა მათი მოტყუებით გამოყენების თავიანთი ძმების წინააღმდეგ. ამიტომ, მოვლენების დაწყებიდანვე, ჩემი მითითებით, გადაიდგა ნაბიჯები დიდი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.

მათ შორის, მივეცით დრო მათ, ვინც შეცდომა დაუშვა, დაფიქრდნენ, გააცნობიერონ, რომ მათი ქმედებები მკაცრად უარყოფილია საზოგადოების მიერ და რა ტრაგიკული, დამანგრეველი შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, იმ ავანტიურას რომელშიც ისინი ჩათრეულნი არიან.

ამბოხების ორგანიზატორებმა უღალატეს თავიანთ ქვეყანას და დანაშაულში მონაწილე პირებს მოტყუებით სიკვდილისაკენ და თანამოქალაქეების მკვლელობისკენ უბიძგებდნენ. ეს არის ზუსტად ის შედეგი – ძმათამკვლელობა – რაც სურდათ რუსეთის მტრებს: ნეონაცისტებს კიევში, მათ დასავლელ მფარველებს და ყველა სხვა ქვეყნის მოღალატეებს. მათ სურდათ, რომ რუსეთის სამხედროებს ერთმანეთი დაეხოცათ, რათა ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები დაღუპულიყვნენ, რათა საბოლოოდ რუსეთი დამარცხებულიყო, ჩვენი საზოგადოება გაეყო და ჩართულიყო სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში“, – აღნიშნა პუტინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები