ხვალ პარლამენტში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. პირველი ვიცე-პრემიერი დეპუტატების წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგება.
როგორც დღეს გამართული ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მაია ცქიტიშვილი წარადგენს მოხსენებას, ხოლო შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს, "ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რაც დეპუტატებს და საზოგადოებას აინტერესებს".
ინფორმაციისთვის: მაია ცქიტიშვილი მიმდინარე წელს პირველი მინისტრია, რომელიც "მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის წინაშე წარსდგება.