მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალაიზიის მთავრობა კორონავირუსის სამართავად $11 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

6140ac4796e1c
ნათია თაქთაქიშვილი
14.09.21 21:36
469
მალაიზიის მთავრობა კორონავირუსის სამართავად დამატებითი სახსრების მოზიდვას გეგმავს. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოთხოვნა კორონავირუსის სამართავად დაფინანსების 11 მლრდ აშშ დოლარით გაზრდაზე მალაიზიის პარლამენტს წარედგინება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მალაიზიის ფინანსთა მინისტრი თენგკუ ზაფრულ აზიზი აცხადებს, რომ დამატებითი თანხები ბიზნესის და საოჯახო მეურნეობების კეთილდღეობას მოხმარდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკა კორონავირუსის შემდეგ ძალებს იკრებს... უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკის მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022-ში ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფრო ძლიერი ფისკალური პოლიტიკა“, - განაცხადა მალაიზიის ფინანსთა მინისტრმა.

გამოცემა წერს, რომ მალაიზიის მთავრობამ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეკონომიკის გაჯანსაღებაზე 127.7 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები