მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მანგლისის სავიზიტო ბარათი ფიჭვები ხმება – რას აკეთებს მუნიციპალიტეტი?

5f38d4c78bc39
თათია ჩაფიჩაძე
16.08.20 11:20
3797
მანგლისში ფიჭვები ხმება. როგორც bm.ge-ს მანგლისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ირაკლი ბადუაშვილმა განუცხადა, დიდი ფიჭვნარის (ე.წ როშა) და ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარედ სასწრაფო მოჭრას 150-მდე ძირი ფიჭვის ხე საჭიროებს.

ბადუაშვილის თქმით, პრობლემა ჭიაა.

რა გახდა დაბა მანგლისში ხეების გახმობის მიზეზი და რას აკეთებს მუნიციპალიტეტი პრობლემის აღმოსაფხვრელად, ამ კითხვაზე ბადუაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია შეწამვლა, რომელიც ამ დრომდე არ ხდებოდა.

“მრავალი განცხადება დავწერე ამ თემაზე და მოგვივიდა პასუხი რომ რამდენიმე დღეში ჯგუფი ამოვა და გამხმარ ხეებს მოჭრის. დამევალა სოციალურად დაუცველი ოჯახების სიების გაკეთება, რომელსაც მივცემთ მოჭრილ ხეებს.

100%-ით არის 120-150 ძირი ხე გამხმარი, რომელიც დიდი "როშის" და ღვთისმშობლის ტაძრის ზედა ზოლშია. რამდენიმეა პატარა "როშაშიც". ყველა მონიშნულია და სანაცვლოდ 1500-მდე ნერგი გამოყოფილია სანერგეებიდან, რომელსაც შემოდგომაზე მოსახლეობასთან ერთად დავრგავთ.

მიზეზი მოვლაც არის და სიძველეც. უკეთესი მოვლა სჭირდება შენარჩუნებისთვის. სპეციალისტებმა შეიმუშავეს გეგმა, რომელიც ბევრ ნიუანსთან ერთად შეწამვლასაც ითვალისწინებს. მომცეს იმედი რომ შეწამლავენ, თუმცა, ოფიციალური პასუხი არ მაქვს ჯერ. როცა მოიჭრება, შემდეგ გაიწერება დეტალურად სამოქმედო გეგმა. მე ოთხი თვის მოსული ვარ და აქამდე როგორც ვიცი არ იწამლებოდა.”- განაცხადა ბადუაშვილმა.

ცნობისთვის, კურორტი მანგლისი თბილისიდან 60 კილომეტრში მდებარეობს და მისი უნიკალურობა სწორედ ფიჭვები და ჰავაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები