მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედეა ჯანიაშვილი: “სწორი მარკეტინგული კამპანიით ტურისტებისა და შემოსავლების 50%-იან აღდგენას მივაღწიეთ“

61895d09de0e1
BM.GE
08.11.21 22:21
515
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა 2021 წლის 10 თვის ტურისტული სტატისტიკა და ტურიზმის აღდგენის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები შეაჯამა.

„2021 წელს 2019 წელთან მიმართებით ტურიზმის აღდგენის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. ეს კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ მოკლე ვადაში ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ უფრო გავზარდოთ.

შემოსავლებისა და ტურისტული ვიზიტების კუთხით 50%-იანი აღდგენა გვაქვს. ჩვენი მიზანია 2019 წლის მაჩვენებელს რაც შეიძლება დროულად დავეწიოთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის შედეგი იმ აქტიური მარკეტინგული კამპანიისა, რომელსაც ჩვენ მიზნობრივ ბაზრებზე ვახორციელებთ, როგორც სხვადასხვა ტიპის პრეს და ინფო ტურების საშუალებით, ასევე ისეთი უმსხვილესი პლატფორმების გამოყენებით როგორიც არის: CNN, National Geographic, Conde Nast Traveler და სხვა", - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 161,862,751 აშშ დოლარს (ზრდა +933%), რაც 146,187,024 დოლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით კი კლება -156,770,174 დოლარს შეადგენს (კლება -49%).

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ოქტომბერში 188,751 შეადგინა, რაც 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით +331.5%-ით მეტია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -57%-ით ნაკლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები