მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია თბილისის 2 ქუჩაზე მდებარე შენობებში უკანონოდ შესახლებულებს მიმართავს

600e73b0650dd
ინგა მურუსიძე
25.01.21 11:51
609
თბილისის მერია ჩუბინაშვილის და კონსტიტუციის ქუჩებზე მდებარე შენობებში უკანონოდ შეჭრილ მოსახლეობას მიმართავს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

როგორც ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჩუბინაშვილის  და კონსტიტუციის ქუჩებზე მდებარე კორპუსებში შეჭრილი არიან ოჯახები, რომელთა ნაწილს - დევნილის სტატუსის მქონეებს ფულადი კომპენსაცია უკვე მიღებული აქვს. 

მერიის ინფორმაციითვე, გარდა დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქეებისა, იქ უკანონოდ სხვებიც არიან შეჭრილები.

„ჩვენ არაერთხელ შევხვდით ამ მოქალაქეებს და ავუხსენით სიტუაცია, რომ ტერიტორია უნდა დატოვონ. ვითვალისწინებთ მათ მადგომარეობას, მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობას და ვთავაზობთ ქირით უზრუნველყოფას. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა მოიძიეს ფართები და შეგვიძლია ისინი გადავიყვანოთ“, - განაცხადა მან.

გამგებლის თქმით, აღნიშნულ კორპუსში "ცენტრ-პოინტის" დაზარალებულები უნდა შესახლდნენ.

მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, დატოვონ უკანონოდ მითვისებული ფართები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერია რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები