Michael Kors-ის მფლობელი კომპანია Capri Holdings-ი შემოსავლების ზრდის შესახებ აცხადებს და აღნიშნავს, რომ მაჩვენებლები იმაზე უკეთესია ვიდრე ჰოლდინგი ვარაუდობდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
Capri Holdings-ი, რომელიც ასევე ფლობს ძვირად ღირებულ ბრენდებს Versace-ს და Jimmy Choo-ს, აღნიშნავს, რომ ონლაინ გაყიდვებმა ხელი შეუწყო კომპანიის შემოსავლების ზრდას, რადგან ლოქდაუნის დროს ხალხი ჭარბი დანაზოგების დახარჯვას ხელჩანთებსა და ფეხსაცმელზე არ იშურებდა.
„მოხარულები ვართ, რომ მსოფლიო ეკონომიკის გახსნის პარალელურად, სამივე კომპანიაში გაყიდვების იმაზე უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით“,- განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ აიდოლმა.
Capri Holdings-ი წელს 5,15 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალს ელის, ნაცვლად ადრე ნავარაუდები 5,10 მილიარდი დოლარისა.