ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Microstrategy-მ 24 მილიონ დოლარად დამატებით 1,045 ბიტკოინი შეიძინა.
ტრანზაქციის საშუალო ფასმა 28,000 დოლარი შეადგინა.
Microstrategy ამჟამად კრიპტოაქტივების უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია მსოფლიოს მასშტაბით, ის ჯამში 140,000 ბიტკოინს ფლობს, რომლის ღირებულებაც 4 მილიარდ დოლარს აღწევს.
კომპანიის დამფუძნებლის, მაიკლ სეილორის განცხადებით, ბიტკოინი საუკუნის საუკეთესო საინვესტიციო აქტივია და ყველა საღად მოაზროვნე კომპანიის ლიდერმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ პორტფელში ბიტკოინი დაამატოს.
საგულისხმოა, რომ კრიპტო-ბირჟის ვარდნის ფონზე, Microstratey-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ წელიწადში დაახლოებით 40%-ით შემცირდა.