მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წლის დასაწყისიდან სატვირთო გადაზიდვები შემცირდა - Geo Sky მიზეზებზე

644a836124119
BM.GE
27.04.23 19:26
592
მიმდინარე წლის დასაწყისიდან სატვირთო გადაზიდვები საკმაოდ შემცირდა, - ამის შესახებ Geo Sky -ს ვიცე-პრეზიდენტი, შალვა კიკნაძე აცხადებს. საქმის კურსში სტუმრობისას ტვირთების გადაზიდვის შემცირება მან პანდემიის შემდგომი პერიოდით ახსნა, რაც თავის მხრივ სამგზავრო ფრენების გააქტიურებას ნიშნავს.

„2023 წლის იანვრიდან საკმაოდ შემცირდა გადაზიდვები, ვინაიდან უკვე სამგზავრო თვითმფრინავები დაფრინავს და რიგ შემთხვევებში ტვირთები მათ გადააქვთ. ჩვენს შემთხვევაში ტვირთის სახეობა არ შეცვლილა: ძირითადად, ეს არის "ჯენერალ კარგო", ზოგადი დანიშნულების ტვირთი, საფოსტო გზავნილები, ავტომობილების ნაწილები და ა.შ. ძირითადად, ტვირთი მოძრაობს ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, პირველ ეტაპზე გაგვქონდა ჩინეთიდან ევროპაში, ბოლო პერიოდში კი უკვე პირიქითაც გაგვაქვს“, - ამბობს კიკნაძე.

რაც შეეხება კონკურენციას, Geo Sky -ს ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ კომპანიის პლიუსი გრძელვადიანი ხელშეკრულებებია, რომლის მეშვეობითაც, კომპანია ბაზარზე ლიდერობას ინარჩუნებს.

„ჩვენი პლიუსი ის არის, რომ გაფორმებული გვქონდა გრძელვადიანი ხელშეკრულებები, პარტნიორ კომპანიებთან. აღნიშნული ხელშეკრულებები ჯერ კიდევ მოქმედებს, ვადიანია და რეისების რაოდენობა შეგვიმცირდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ ბაზარზე საქართველოში ლიდერობას, ისევე როგორც საჰაერო ხომალდების დატვირთულობას.

კონკურენცია მნიშვნელოვანია საქართველოში, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ ტვირთის ჩვენს შემთხვევაში შეგვიძლია გადავზიდოთ 100 ტონა ტვირთი, საქართველოს ბაზარი არ არის მზად, მე სამი რეისი ვასრულო თბილისში, ან თბილისიდან და 300 ტონა ტვირთი ჩამოვიტანო. საქართველოს ბაზარი ყოველთვის გათვლილი და დატვირთული იყო სამგზავრო თვითმფრინავებით, რომლითაც ჩამოჰქონდათ გარკვეული ტვირთი, ან ტრანზიტულად, „კარგოლუქსი“ როცა მიფრინავს ჩინეთში ევროპიდან, ჩერდებოდა საქართველოში.

ტოვებდა ტვირთს და აგრძელებდა გზას. ჩვენს შემთხვევაში, რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ ტრანზიტულად ავირჩიეთ საქართველო. შეიძლება კომპანიისთვის ეს იყო სასარგებლო ეკონომიკურად, მაგრამ მაინც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შეიძლება ითქვას, 2019 წლიდან დღემდე საკმაოდ დიდი შემოსავალი მოვუტანეთ როგორც აეროპორტს, ისე ქვეყანას. 2017 წელს 28 ადამიანი მუშაობდა ჩვენთან და დღეს უკვე 150 ადამიანს ვასაქმებთ.

გეგმებს რაც შეეხება, ვცდილობთ, მოვიძიოთ დამატებითი მიმართულებები სატვირთო მხრივ, ვცდილობთ, არსებულ კონტრაქტთან დამატებით გქვონდეს ალტერნატიული შემოსავალი, საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ ვერტმფრენების მიმართულებით. 5 ვერტმფრენი გვყავს ახლა, ვმუშაობთ „ეარბასთან“ ოფიციალურ წარმომადგენლობაზე საქართველოში და ა.შ.“, - განაცხადა კიკნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები