ავიაკომპანია "ჯეოსქაის" 20 თანამშრომელი დღეს საქართველოში დაბრუნდა, - ამის შესახებ BM.GE-ის "ჯეოსქაის" დირექტორმა შალვა კიკნაძემ განუცხადა.
ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ „ჯეოსქაიმ“ სუდანიდან ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით ჯერ ეგვიპტის საზღვრამდე უზრუნველყო, დღეს კი საქართველოში დააბრუნა.
შეგახსენებთ, სუდანში 14 აპრილს დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს ავიაკომპანიის ეკიპაჟის 20 წევრი იმყოფებოდა დედაქალაქ ხართუმში. ავიაკომპანიის ცნობით, მას შემდეგ „ჯეოსქაი“ უწყვეტ რეჟიმში იმყოფებოდა კომუნიკაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.